მთავარი პრინციპი, რითაც ჩემი აზრით “ქართულმა ოცნებამ” იხელმძღვანელა, არის ის რომ მიშა ყაველაშვილი არასოდეს(!) დათანხმდება უცხო ქვეყნის აგენტობას, არ იქნება უცხოური გავლენების გამტარი და მისი ორი წინამორბედისგან განსხვავებით, არასოდეს დაუდებს სარმას გუნდს, რომელმაც ის პრეზიდენტად წარადგინა. ის სხვა ჩამოსხმის პიროვნებაა,- წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.
ანჯაფარიძის თქმით, სოცქსელებში, მედიაში, ასევე საზოგადოებაშიც იგი ელოდება, რომ იქნება არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად წარდგენასთან დაკავშირებით.
„ვიცი რომ სოცქსელებში, მედიაში, ასევე საზოგადოებაშიც იქნება არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად წარდგენაზე. მთავარი პრინციპი, რითაც ჩემი აზრით “ქართულმა ოცნებამ” იხელმძღვანელა, არის ის რომ მიშა ყაველაშვილი არასოდეს(!) დათანხმდება უცხო ქვეყნის აგენტობას, არ იქნება უცხოური გავლენების გამტარი და მისი ორი წინამორბედისგან განსხვავებით, არასოდეს დაუდებს სარმას გუნდს, რომელმაც ის პრეზიდენტად წარადგინა. ის სხვა ჩამოსხმის პიროვნებაა… რა თქმა უნდა მეტყვით, არასოდეს თქვა არასოდესო, მაგრამ მე მჯერა, რომ ასე იქნება და ამას არ ვამბობ ემოციების საფუძველზე. ამ კაცმა ყურმოკვრით არ იცის თუ რა არის ევროპა…..და ზედმიწევნით კარგად იცის რა არის ქვეყნის ინტერესები,“- წერს ზაალ ანჯაფარიძე.