GD Banner
უცხოური მედია

„შენ ხარ კოჭლი იხვი“- ცხოველთა დამცველმა ჯო ბაიდენს მიმართა

წელს 77-ედ გაიმართა აშშ-ში ცნობილი ტრადიცია. მადლიერების დღის წინ, ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მინესოტას ფერმიდან ორი ინდაური შეიწყალა. ცერემონია თეთრი სახლის წინ გაიმართა. ფრინველებს ადგილობრივ რეგიონალურ მუზეუმში გადაიყვანენ, სადაც ისინი წყნარად გააგრძელებენ ცხოვრებას. თუმცა, ცხოველთა დამცველებს ეს არ ახარებთ.

ორგანიზაცია PETA-ს ხელმძღვანელმა ინგრიდ ნიუკირკმა პრეზიდენტს წერილი მისწერა და მას კოჭლი იხვი უწოდა. საჩვენებელ შეწყალებას კი, ხორცის მრეწველობის  სარეკლამო ტრიუკი.

მისი განცხადებით, თუ ბაიდენი სამუდამოდ ტოვებს თეთრ სახლს, ვალდებული არ არის ამ ტრადიციას მიყვეს და ჯობს, გააუქმოს. 

PETA თავის ვებგვერდზე წერდა, რომ შეწყალების დღეს, აპირებს თეთრს სახლთან გაგზავნოს სატვირთო მანაქანა წარწერით „ჯოჯოხეთი ბორბლებზე“. მასზე გამოსახული იქნება ინდაურები ვიწრო გალიებში. ავტომობილიდან კი, იქ მყოფები გაიგებენ ფრინველების განწირულ კივილს და მოწოდებებს ვეგანობისკენ. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,903 ნახვა