GD Banner
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი და კონსტანტინე გამსახურდია პრეზიდენტის პოსტზე არ განიხილებიან

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე iრაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი არ იქნება და გუნდი სხვა პირზე შეჯერდა.

მისივე თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატად არც საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია განიხილება.

„ირაკლი ღარიბაშვილი კარგი პრეზიდენტი იქნება, თუ ის იქნება, მაგრამ არ იქნება, იმიტომ რომ გუნდი სხვაზე ჯერდება,“ – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი და კონსტანტინე გამსახურდიას განიხილავს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,904,030 ნახვა