საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტისთვის წარსადგენად მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა.
ახალი შემადგენლობა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის მიერ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
მთავრობის შემადგენლობაში სამი ცვლილებაა. ცვლილება შეეხო საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. მთავრობის შემადგენლობაში აღარ იქნებიან ილია დარჩიაშვილი, რატი ბრეგაძე და ოთარ შამუგია.
შესაბამისად, ირაკლი კობახიძის მიერ დასახელებული შემადგენლობა ასეთია:
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – მაკა ბოჭორიშვილი;
საქართველოს იუსტიციის მინისტრი – ანრი ოხანაშვილი;
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – დავით სონღულაშვილი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი;
საქართველოს თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი;
საქართველოს ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – ალექსანდრე წულაძე;
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრი – მიხეილ სარჯველაძე;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი;
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი – თინათინ რუხაძე.