GD Banner
საგარეო პოლიტიკა

ისრაელის ლიდერების წინააღმდეგ სასიკვდილო განაჩენი უნდა გამოიტანონ და არა დაპატიმრების ორდერი- აიათოლა ალი ხამეინი

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ჰააგის სასამართლოს მიერ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის წინააღმდეგ დაკავების ორდერების გაცემას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისრაელის ლიდერების წინააღმდეგ სასიკვდილო განაჩენი უნდა გამოიტანონ და არა დაპატიმრების ორდერი. ამის შესახებ Reuters-ი წერს. 

„მათ დაპატიმრების ორდერი გასცეს, ეს საკმარისი არ არის… ამ კრიმინალურ ლიდერებისთვის სასიკვდილო განაჩენი უნდა გამოიტანონ“, – განაცხადა ხამენეიმ. 

ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 21 ნოემბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის, ასევე, „ჰამასის“ სამხედრო მეთაურის მუჰამედ დეიფის წინააღმდეგ დაკავების ორდერები გასცა, ღაზას კონფლიქტში სავარაუდო ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო.

მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ და იოავ გალანტი პასუხისმგებლები არიან მკვლელობებზე, დევნასა და შიმშილზე, როგორც ომის იარაღზე, როგორც „ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ფართო და სისტემატური თავდასხმის ნაწილი“. 

ისრაელმა უარყო ჰააგის სასამართლოს იურისდიქცია და მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,589 ნახვა