GD Banner
Uncategorized

შალვა პაპუაშვილი –  მინდა, პირობა მოგცეთ, რომ ისევე როგორც მე-10 მოწვევის პარლამენტში, ახლაც, ჩემი ფიქრი და საქმე მიმართული იქნება ქართველი ხალხის ინტერესების ურყევად მსახურებისკენ

„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ გამოცდილ და მრავალ ბრძოლა-გადახდილ გუნდს იმ ნდობისთვის, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ჩემს წარდგენაში გამოიხატა და პირობა მოგცეთ, რომ ისევე როგორც მე-10 მოწვევის პარლამენტში, ახლაც, ჩემი ფიქრი და საქმე მიმართული იქნება ქართველი ხალხის ინტერესების ურყევად მსახურებისკენ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა შალვა პაპუაშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით,  2024 წლის არჩევნები 2012 წელს მიღწეულ შედეგს არ ჩამოუვარდებოდა.

„მე ვახსენე ბრძოლა და პირველ რიგში მსურს აღვნიშნო ის მართლაც უთანასწორო ბრძოლა, რომელშიც ჩვენ ამ არჩევნებზე შევედით და სახელოვნად გავიმარჯვეთ. თავისი სიმძაფრით, დრამატულობით თუ ამომრჩევლის აქტიურობით, 2024 წლის არჩევნები არ ჩამოუვარდებოდა 2012 წელს მიღწეულ შედეგს. გარკვეული ასპექტით კი ეს არჩევნები უფრო მნიშვნელოვანიც გამოდგა.

დასრულებული პროცესის შემდეგ თანდათანობით ვაცნობიერებთ მოპოვებული გამარჯვების მნიშვნელობას. გამარჯვების, რომელმაც განამტკიცა და შეინარჩუნა განვლილი 12 წლის განმავლობაში მიღწეული ყველა შედეგი. ეს შედეგი წარმოადგენს იმ მყარ საძირკველს, რაზეც უნდა დაშენდეს ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,646 ნახვა