GD Banner
სამართალი

ვაჟა სირაძე: აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ იძალადა საპატრულო პოლიციის თანამშრომელზე. როგორც აქციის მონაწილეებს, ასევე ორგანიზატორებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ამგვარი სახის ძალადობა არ დარჩება დაუსჯელი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ გუშინდელი აქციის დროს პოლიციელზე ძალადობის ფაქტი დაგმო და აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ ძალადობა დაუსჯელი არ დარჩება.

„აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რაც დაფიქსირებულია კიდეც სხვადასხვა ტელევიზიის მიერ, იძალადა საპატრულო პოლიციის თანამშრომელზე. ფაქტზე მყისიერად დაიწყო გამოძიება. პირი დაკავებულია. მოვუწოდებ აქციის მონაწილეებს, რომ უმკაცრესად იქნება დასჯილი ყველა ის პირი, ვინც დაარღვევს კანონს და განსაკუთრებით პოლიციელის მიმართ მსგავსი ხასიათის საქციელს გამოავლენს. ყველასთვის მიუღებელი და ცუდი ფაქტია. როგორც აქციის მონაწილეებს, ასევე ორგანიზატორებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ამგვარი სახის ძალადობა არ დარჩება დაუსჯელი“, – აღნიშნა ვაჟა სირაძემ.

აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,531 ნახვა