ამ ქვეყნის მომავალი და ბედი თუ არის, რომ იყოს სტაბილური და გააგრძელოს თავისი წინსვლა, მაშინ იქნება ახალი არჩევნები, ტექნიკური მთავრობა, კოალიცია. როდის იქნება? მე, როგორც კაკულია, ისე გეტყვით, რომ ვხედავ, მაგრამ თარიღებს ვერ გეტყვით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, დარწმუნებულია, რომ ოპოზიციისთვის მის მიერ შეთავაზებული სამოქმედო გეგმა შესრულდება.
„ყველაფერი ხდება, ქარტიაც შესრულდება, დარწმუნებული ვარ. ეს არის ჩვენი გზა, კრიზისიდან გამოსვლის გზა, მაგრამ წინასწარმეტყველი კი არ ვარ, რომ გითხრათ, როდის და რა მოხდება. ყველაფერი ხდება, ყველაფერი მიდის იქითკენ. ახალი არჩევნები ხომ იყო ქარტიაში გათვალისწინებული? ახალი არჩევნები უთუოდ იქნება. ამ ქვეყნის მომავალი და ბედი თუ არის, რომ იყოს სტაბილური და გაგრძელოს თავისი წინსვლა, რისიც მჯერა, მაშინ იქნება ახალი არჩევნები, იქნება ტექნიკური მთავრობა, იქნება კოალიცია. როდის იქნება? მე, როგორც კაკულია, ისე გეტყვით, რომ ვხედავ, მაგრამ თარიღებს ვერ გეტყვით“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.