ვარდების რევოლუციის 21-ე წლისთავთან დაკავშირებით, “ვივა მედთან” შეკრებილ მოქალაქეებს “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, სოფო ჯაფარიძეც შეუერთდა.
მიხეილ სააკაშვილის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სწორედ ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველო მსოფლიო რუკაზე მოკაშკაშე ვარსკვლავად გაჩნდა.
„დღეს არის უმნიშვნელოვანესი თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ვარდების რევოლუციიდან გავიდა 21 წელი. დღიდან, რომლის შემდგომაც ქვეყანამ დაიწყო აღმშენებლობა, რომელი დღის შემდგომაც ჩვენმა ქვეყანამ დაიწყო სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა. დღე, რომლის შემდგომაც ჩვენი ქვეყანა მსოფლიო რუკაზე გამოჩნდა, როგორც კაშკაშა ვარსკვლავი, როცა მთელმა მსოფლიომ საქართველო გაიცნო, როგორც ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა”, – ამბობს სოფო ჯაფარიძე.