GD Banner
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი – ნაკლებად მჯერა ევროკავშირის სანქციების, რადგან ის 27 ქვეყნის კონსენსუსზეა დამოკიდებული, ამ ინსტრუმენტს უფრო კარგად აშშ მართავს

ნაკლებად მჯერა ევროკავშირის სანქციების, რადგან ის 27 ქვეყნის კონსენსუსზეა დამოკიდებული, ამ ინსტრუმენტს უფრო კარგად აშშ მართავს, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარ არხათან“ ინტერვიუში განაცხადა.

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები აშშ-სა და ევროკავშირს შორის, რა შეიძლება გაკეთდეს სანქციების მიმართულებით.

„მე ნაკლებად მჯერა ევროკავშირის სანქციების. შეიძლება, იყოს შეზღუდვები სხვა ფორმით, შეზღუდვები ყველა იმ დახმარებებზე, რომლებზეც ჩვენი ბიუჯეტი და ჩვენი პროგრამები ძალიან დამოკიდებულია. ეს გააძლიერებს ეკონომიკურ და ფინანსურ კრიზისს, მაგრამ პერსონალური სანქციები ბევრად უფრო რთულია ევროკავშირისთვის, რადგან ის დამოკიდებულია კონსენსუსის წესზე და 27 ქვეყანაზე.

ამერიკა ამ ინსტრუმენტს უფრო კარგად მართავს და მე რამდენადაც ვიცი, მიმდინარეობს საუბრები და მოლაპარაკებები ამერიკასა და ევროკავშირს შორის იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,150 ნახვა