GD Banner
პოლიტიკა

სტუდენტი გოგოს სასტიკი მკვლელობის გამო, აშშ-ში არალეგალ მიგრანტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს 

ჯორჯიის შტატში 26 წლის ხოსე იბარი, რომელიც ვენესუელიდან ჩასული არალეგალი მიგრანტია, სასამართლომ დამნაშავედ ცნო სტუდენტი გოგოს, ლეიკენ რაილის რეზონანსულ მკვლელობაში.

2024 წლის 22 თებერვალს გოგონა ჯორჯიის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სარბენად გავიდა, სადაც მას მიგრანტი თავს დაესხა და გაუპატიურება სცადა. შემდეგ კი, ქვით მოკლა. 

„ასოშიეითედ პრესის“ ინფორმაციით, საქმე რეზონანსული გახდა აშშ-ს საიმიგრაციო პოლიტიკაზე დისკუსიის ფონზე. როგორც გაირკვა, იბარამ უკანონოდ გადალახა აშშ-ის საზღვარი 2022 წელს.

ტრამპის გარემოცვაში უკვე აცხადებენ, რომ არალეგალი მიგრანტების დანაშაულებზე პასუხისმგებელია ბაიდენის ადმინისტრაცი, რომელსაც სისხლში აქვს ხელები გასვრილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,030 ნახვა