GD Banner
პოლიტიკა

კონსტანტინე დოლიძე: პროფესიული მასწავლებელი – გზამკვლევი ღირსეული მომავლისთვის

კოლეჯი “პრესტიჟი” იწყებს ახალ რუბრიკას სახელწოდებით: პროფესიული მასწავლებელი გზამკვლევი ღირსეული მომავლისთვის, რომლის მიზანია პროფესიული მასწავლებლების წარმოჩენა და მათი პოპულარიზაცია,-ამის შესახებ კოლეჯი პრესტიჟის დირექტორმა, პროფესორმა კონსტანტინე დოლიძემ „ინფო ფოსტალიონთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პროფესიული მასწავლებელი არის არა მარტო საგანმანათლებლო მენტორი, არამედ პროფესიული ინსპირატორიც.. 

„პროფესიული განათლება საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის განათლების სისტემის ძირითადი ნაწილი წლების განმავლობაში ფოკუსირებული იყო უმაღლეს განათლებაზე, დღესდღეობით პროფესიული განათლება უფრო მეტად იპყრობს  საზოგადოების ყურადღებას. ამ პროცესში განსაკუთრებით დიდი როლი ენიჭება პროფესიულ მასწავლებლებს, რომელთა ვალდებულება, შრომა და ინვესტიცია სასწავლო სფეროში ქმნის რეალურ გარემოს , რათა მომავალი თაობები გახდნენ შრომის ბაზარზე მოთხოვნადი და კონკურენტუნარიანი სპეციალისტები. 

პროფესიული მასწავლებლის  მოვალეობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ცოდნის გადაცემით, არამედ მოიცავს ისეთ სოციალური და ქცევით უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობასაც, რომელიც ეხმარება სტუდენტებს პროფესიული კომპეტენციის განვითარებაში.  

პროფესიული მასწავლებელი არის არა მარტო საგანმანათლებლო მენტორი, არამედ პროფესიული ინსპირატორიცაა.  ის არის მტკიცე მრჩეველი, რომელიც არამხოლოდ ხელს უწყობს პროფესიული უნარების განვითარებას, არამედ სწორად წარმოაჩენს, თუ რა არის პიროვნული წარმატება და როგორ შეიძლება ადამიანი გახდეს საქმეზე ორიენტირებული და წარმატებული პროფესიონალი.  

კოლეჯი „პრესტიჟი“ ზრუნავს პროფესიული მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა მათ შეძლონ შრომის ბაზრისთვის მოთხოვნადი კონკურენტუნარიანი პროფესიონალი კადრების მომზადება“,-აცხადებს კონსტანტინე დოლიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,028 ნახვა