GD Banner
პოლიტიკა

თამარ კორძაია: მშვიდად ადამიანები არიან საფლავში, დანარჩენი, არ არსებობს მშვიდობა

მაქვს განცდა, რომ ერთადერთი პრობლემა, რაც გვაქვს, ის კამპანია, რომელიც აწარმოა „ქართულმა ოცნებამ“ მშვიდობის ნაწილში – „არა ომს და მშვიდობა“ და მერე მოქალაქეებიც [ამბობენ], რომ მთავარია მშვიდობა იყოს, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

კორძაიას თქმით, მშვიდობა არ არსებობს და ადამიანები მშვიდად მხოლოდ საფლავში არიან, შესაბამისად, ახლა თუ ხელისუფლებას დაუთმობენ, მათ ინდივიდუალურად მშვიდობა აღარ ექნებათ და მუდმივ შიშში იცხოვრებენ.

“მინდა გითხრათ, რომ როგორც უკვე თქვეს, მშვიდად ადამიანები არიან საფლავში, დანარჩენი, არ არსებობს მშვიდობა. თუ ამას არ გავიაზრებთ, რომ ამ დათმობის შემდეგ, მშვიდობა ინდივიდუალურად აღარ ექნებათ ადამიანებს და შიშში იცხოვრებენ მთელი ცხოვრება, როდის გაბრაზდება მათზე ხელისუფლება და როდის – არა, მაშინ ვერანაირ ცვლილებას ვერ განვახორციელებთ.” – განაცხადა კორძაიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,033 ნახვა