GD Banner
Uncategorized

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ჰააგის სასამართლო არაფერს აკეთებს, როცა „ჰამასს“ 101 ადამიანი მძევლად ჰყავს. სასამართლო, რომელიც კაცობრიობის დასაცავად შეიქმნა, დღეს კაცობრიობის მტერი გახდა, ეს არის შავი დღე

ისრაელი ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას არ აღიარებს და ღაზაში ომის დანაშაულების ჩადენას უარყოფს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უკვე გამოეხმაურა და მას მართლმსაჯულების ისტორიაში, შავი დღე უწოდა.

„ისრაელი არ ცნობს და არ აღიარებს ამ გადაწყვეტილებას. ეს არის ანტისემიტური აქტი, რომელსაც აქვს ერთი მიზანი, შეგვიზღუდოს ბუნებრივი უფლება, დავიცვათ თავი მტრებისგან, რომლებსაც ჩვენი განადგურება სურთ. სასამართლო, რომელიც კაცობრიობის დასაცავად შეიქმნა, დღეს კაცობრიობის მტერი გახდა. ჰააგის სასამართლო არაფერს აკეთებს, როცა „ჰამასს“ 101 ადამიანი მძევლად ჰყავს. ბოდიში, დღეს მათ გამოსცეს დაკავების ორდერი მუჰამედ დეიფის ცხედრის მიმართ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,952 ნახვა