პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ არ ვართ მზად, რომ აქ დიდი ძმის როლი ითამაშონ ჩვენზე პატარა ქვეყნებმა. როგორც ჩვენ უნდა მოვემზადოთ ევროკავშირის წევრობისთვის, ისე ევროკავშირიც უნდა მოემზადოს ჩვენი წევრობისთვის

ევროინტეგრაციის გზა არის ორმხრივი გზა. ჩვენ ხელი არ მოგვიწერია იმაზე, რომ ვიღაცამ უნდა შეგვისრუტოს და ვიღაცას უნდა შევეთქვიფოთ ხომ?!, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროკავშირთან ურთიერთობების დალაგებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

მისი თქმით, ურთიერთობები უნდა იყოს ორმხრივი და შემხვედრი ნაბიჯები უნდა გადმოდგას ევროკავშირმაც.

„ეს არის ორმხრივი გზა, სადაც ჩვენ, ჩვენი მხრივ უნდა გადავდგათ ნაბიჯები და ჩვენკენაც უნდა გადმოდგან ნაბიჯები. ევროკავშირი თავის დევიზად აცხადებს მრავალფეროვნებას. ეს მრავალფეროვნება, როგორ არის თუ ყველა ერთ ჭკუაზე დაგვაყენეს ყველაფერზე აუცილებლად. ჩვენც ხომ უნდა მოგვისმინონ?! როგორც ჩვენ უნდა მოვემზადოთ ევროკავშირის წევრობისთვის, ისე ევროკავშირიც უნდა მოემზადოს ჩვენი წევრობისთვის. ჩვენ არ ვართ მზად, რომ აქ დიდი ძმის როლი ითამაშონ ჩვენზე პატარა ქვეყნებმა. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. როგორც ჩანს ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსისთვის ევროინტეგრაციის პროცესი, ეს არის ბანანის რესპუბლიკისთვის ჭკუის სწავლების პროცესი. ამას ვხედავთ. რომ ჩამოვა შვიდი ადამიანი, შვიდი სხვადასხვა ქვეყნიდან და გაბედავს, რომ დადგეს მიტინგზე გაეროს კონვენციის დარღვევით, იმათ როგორ უნდა ველაპარაკოთ ჩვენ, რომ ვართ თანასწორები. წარმოგიდგენიათ, რომ საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჩავიდეს და ბერლინში ჩაატაროს მიტინგი, ან ვილნიუსში? “, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,907,270 ნახვა