GD Banner
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი- ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ. შემდეგ დაბრუნდნენ ბრიუსელში და კეთილი ინებონ, საქართველოს ხელისუფლებას არ ელაპარაკონ

ქართველი ხალხის სახელით „ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და ხალხი რას ფიქრობს იმას მოუსმინონ“-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე არადემოკრატიულ ქცევას უწოდებს ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარს.

„იმას კი არა საკუთარი დაფინანსებული ენჯეო რას ელაპარაკება და ერთმანეთს რომ აქეზებენ, ხალხს მოუსმინონ, შემდეგ დაბრუნდნენ ბრიუსელში და კეთილი ინებონ, საქართველოს ხელისუფლებას არ ელაპარაკონ ქართველი ხალხის სახელით, რომლის არჩეულიც არის ეს ხელისუფლება. ეს არის ყველაზე არადემოკრატიული ქცევა, რომელსაც ჩვენ სამწუხაროდ ვხედავთ ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსისგან. ეს არის ის ქცევა, რასაც ჩვენ ვხედავდით მოსკოვისგან, როდესაც ხალხის და ხელისუფლების გამიჯვნა ხდებოდა და ამ ქცევას ახლა ვხედავთ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსისგან. ამას უნდა დაანებოს ყველამ თავი. ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარი უნდა შეწყდეს. საერთოდ არანაირი წარმოდგენა არ აქვთ რა უნდათ ხალხს და გამოჩნდა კიდეც რაზე დებდნენ ფსონს, როცა მთელი სხეულით შესული იყვნენ წინასაარჩევნო კამპანიაში უცხოელი პოლიტიკოსები, ზოგი დიპლომატი თუ ასე შემდეგ და მიიღეს პასუხი ქართველი ხალხისგან და ახლა დაკმაყოფილდნენ ამ პასუხით“-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,233 ნახვა