GD Banner
სამართალი

მათე დევიძის ადვოკატი- ამ­ბობს, შე­მე­შინ­და და ვიქ­ნევ­დი, მი­ზა­ნი, რომ ვინ­მეს­თვის ჩა­მერ­ტყა და და­ზი­ა­ნე­ბა მი­მე­ყე­ნე­ბი­ნა, გან­ზრა­ხუ­ლი არ მქო­ნი­აო

21 წლის მათე დე­ვი­ძე, რო­მელ­საც მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე, პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე თავ­დას­ხმას ედა­ვე­ბი­ან, დიღ­მის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში მის­მა ად­ვო­კატ­მა, ბექა კვი­ნი­კა­ძემ მო­ი­ნა­ხუ­ლა.

ად­ვო­კა­ტის თქმით­ვე, დე­ვი­ძეს ვინ­მეს­თვის ჯო­ხის ჩარ­ტყმის ან მისი და­ზი­ა­ნე­ბის მი­ზა­ნი არ ჰქო­ნია.

“მხნედ არის, საბ­რძო­ლო გან­წყო­ბა­ზეა. მო­ტყუ­ე­ბით გა­იყ­ვა­ნეს, უთხრეს გიშ­ვებ­თო და იქვე გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი დახ­ვდნენ. 10 წუ­თი­ა­ნი პრო­ცე­დუ­რაა აგიყ­ვანთ და მალე ჩა­მო­გიყ­ვან­თო, უთხრეს. მის­თვის უფ­ლე­ბე­ბი არ გა­ნუ­მარ­ტავთ.

ჯო­ხის ქნე­ვის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით და­კი­თხეს. ამ­ბობს, შე­მე­შინ­და და ვიქ­ნევ­დი, არა­ვის­თვის ჩა­მირ­ტყამს, მი­ზა­ნი რომ ვინ­მეს­თვის ჩა­მერ­ტყა და და­ზი­ა­ნე­ბა მი­მე­ყე­ნე­ბი­ნა, გან­ზრა­ხუ­ლი არ მქო­ნი­აო”, – აცხა­დებს კვი­ნი­კა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, დე­ვი­ძეს დიღ­მის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში ბრალს ხვალ, 09:30 სა­ათ­ზე წა­უ­ყე­ნე­ბენ. დიდი ალ­ბა­თო­ბით, ხვალ­ვე იმ­სჯე­ლებს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო მის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე.

მათე დე­ვი­ძე იმ 16 პირს შო­რის იყო, რო­მე­ლიც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის დროს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­ა­კა­ვეს. მას სხვებ­თან ერ­თად პო­ლი­ცი­ე­ლის და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა­სა და წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბას ედა­ვე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა, 48-სა­ა­თი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბის ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ, როცა ის იზო­ლა­ტო­რი­დან უნდა გა­ეშ­ვათ, მუხ­ლი შე­უც­ვა­ლეს და ახლა გა­მო­ძი­ე­ბა უკვე სის­ხლის სა­მარ­თლის შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­თვის მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათე დე­ვი­ძემ ად­გილ­ზე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დაც­ვის მიზ­ნით მო­ბი­ლი­ზე­ბულ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. კერ­ძოდ, ის პო­ლი­ცი­ე­ლებს თავს და­ეს­ხა და ჯო­ხის დარ­ტყმით სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი­თაა და­წყე­ბუ­ლი, რაც პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმას გუ­ლის­ხმობს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,802 ნახვა