კაცი კაცია, ქალი არის ქალი და კაცი ვერ გახდება ქალი, – ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა.
აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის სპიკერის თქმით, ამავდროულად, ყველას მიმართ საჭიროა ღირსეულად მოპყრობა და ამ ყველაფრის ერთდროულად გაკეთება შესაძლებელია.
აღნიშნული განცხადება მაიკ ჯონსონმა არსებული უთანხმოების ფონზე გააკეთა, რომელიც წარმომადგენელთა პალატაში ტრანსგენდერი ქალებისთვის ქალთა სააბაზანოებში შესვლის აკრძალვის შესახებ დაგეგმილ ზომებს უკავშირდება.
რესპუბლიკელი არჩეული დეპუტატი სარა მაკბრაიდი თანამდებობას იანვარში დაიკავებს, როგორც კონგრესის პირველი ღიად ტრანსგენდერი წევრი.
რესპუბლიკური პარტიის წევრმა, ნენსი მეისმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ტრანსგენდერ ქალებს აშშ-ის კაპიტოლიუმში ქალთა საპირფარეშოების გამოყენებას უკრძალავს. მეისს სურს, რომ ზომები დაამტკიცოს როგორც პალატის წესების ნაწილი. მაიკ ჯონსონს არ დაუკონკრეტებია, როგორ იმოქმედებს ინიციატივასთან დაკავშირებით. დაგეგმილი ცვლილებები დემოკრატიული პარტიის ლიდერებმა გააკრიტიკეს.