საქართველოს საპარლამენტო არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ, სადაც მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა ხმების 54 პროცენტით, მაგრამ ასევე გამოიწვია ოპოზიციის პროტესტი და პარლამენტის ბოიკოტი, ევროკავშირი ჯერ კიდევ არ არის დარწმუნებული, როგორ მოიქცეს, – წერს „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი.
როგორც ის აღნიშნავს, ევროკავშირის მაღალჩინოსანთა პრობლემის ნაწილია ის, რომ არ არსებობს არჩევნების გაყალბების დამდასტურებელი რეალური მტკიცებულება.
“ზოგადად, ეს დაკავშირებულია სამ რამესთან: მომავალი ვარიანტების სიმცირესთან, ევროკავშირის შიგნით განხეთქილებასთან და სიცხადის ნაკლებობასთან, თუ რა მოხდა რეალურად არჩევნების დღეს და საპარლამენტო კენჭისყრის წინ. ევროკავშირის ოფიციალური პირების პრობლემის ნაწილს წარმოადგენს ის, რომ რეალურად არ არსებობს რეალური მტკიცებულება, როდესაც საქმე ეხება არჩევნების გაყალბების ბრალდებებს.“ – წერს იოზვიაკი.