2023 წელს ლიეტუვამ რუსეთს უფრო მეტი ღვინო მიჰყიდა, ვიდრე საქართველომ, მაინტერესებს რა ჯიშის ყურძენი მოჰყავთ ბალტიისპირეთში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე წერს.
სამხარაძის თქმით, აღნიშნული ფაქტი ორმაგი სტანდარტის შესანიშნავი მაგალითია.
„ლიეტუვის მთავრობა ზეწოლას ახდენდა საქართველოზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, მაგრამ 2023 წელს ლიეტუვამ რუსეთს უფრო მეტი ღვინო მიჰყიდა, ვიდრე საქართველომ. თვალთმაქცობის საუკეთესო მაგალითი. მაინტერესებს რა ჯიშის ყურძენი მოჰყავთ ბალტიისპირეთში“, – წერს სამხარაძემ.
Facebook Comments Box