GD Banner
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე გიგი უგულავაზე: 50 მილიონი აქვს მოპარული და თვითონ „მსხვილმანი თაღლითია“, სხვას ეძახის წვრილმანებს და შეურაცხყოფას აყენებს. სხვას აბრალებს და თვითონ დაუბრალებლად და ალალად არის „მსხვილმანი თაღლითი“

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მერაბ ტურავასთვის შეურაცხყოფის მიყენება და „წვრილმანი თაღლითის“ წოდება შეაფასა.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გიგი უგულავას 50 მილიონი აქვს მოპარული და თავად გახლავთ „მსხვილმანი თაღლითი“.

„წვრილმანს უწოდებს სხვას, 50 მილიონი აქვს მოპარული და თვითონ მსხვილმანი თაღლითია, სხვას ეძახის წვრილმანებს და შეურაცხყოფას აყენებს. სხვას აბრალებს და თვითონ დაუბრალებლად და ალალად არის მსხვილმანი თაღლითი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,285 ნახვა