GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ 890 ათასზე მეტი ხმით მოვუგეთ მეორე ადგილზე გასულ პარტიას, 325 ათასზე მეტი ხმით მოვუგეთ მთელ რადიკალურ ოპოზიციას, გამარჯვება იყო ძალიან დამაჯერებელი, კიდევ ერთხელ მადლობა ქართველ ხალხს

ჩვენ 890 ათასზე მეტი ხმით მოვუგეთ მეორე ადგილზე გასულ პარტიას, 325 ათასზე მეტი ხმით მოვუგეთ მთელ რადიკალურ ოპოზიციას ერთად აღებულს, რაც დადგინდა ცესკოს მიერ გამოქვეყნებული საბოლოო ოქმით, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არჩევნებში მმართველმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა.

„გუშინწინ შეჯამდა არჩევნების შედეგები და საბოლოოდ დადგინდა, რომ მმართველმა გუნდმა, ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვა დამაჯერებლად ამ არჩევნებში, რისთვისაც ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ. ეს გამარჯვება იყო ძალიან დამაჯერებელი, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართულმა საზოგადოებამ ზუსტად მიიღო ის გზავნილი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით.

ეს იყო გადამწყვეტი არჩევნები, იყო ერთგვარი რეფერენდუმი პირველ რიგში ომსა და მშვიდობას შორის და ქვეყნის ბნელ წარსულში დაბრუნებასა და ქვეყნის ნათელ და ევროპულ მომავალს შორის. არჩევანი გაკეთდა სწორედ ქვეყნის ნათელი მომავლის სასარგებლოდ. კიდევ ერთხელ მადლობა ქართველ ხალხს იმისთვის, რომ სათანადო პოზიცია დაიკავა ამ არჩევნებზე და მხარი დაუჭირა ქვეყნის გრძელვადიან და სტაბილურ განვითარებას. გამარჯვება იყო ძალიან დამაჯერებელი.

ჩვენ 890 ათასზე მეტი ხმით მოვუგეთ მეორე ადგილზე გასულ პარტიას. 325 ათასზე მეტი ხმით მოვუგეთ მთელ რადიკალურ ოპოზიციას ერთად აღებულს, რაც საბოლოო ჯამში დადგინდა ცესკოს მიერ გამოქვეყნებული საბოლოო ოქმით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს, ცესკოს მდივანს, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეს, ცესკოს შესაბამის წევრებს.

„ძალიან დიდი იყო წნეხი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე. იყო ძალიან მძიმე ინციდენტი, რაც ვიხილეთ გუშინწინ, თუმცა ცესკოს შემადგენლობამ სათანადოდ გაიარა ეს პროცესები და საბოლოო ჯამში უზრუნველყო არჩევნების უმაღლეს დონეზე ჩატარება. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ცესკოს და ცესკოს წევრებს ამისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,901,996 ნახვა