აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვაჟმა, დონალდ ტრამპ უმცროსმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში იმბეცილები არიან, ვინაიდან უკრაინას ნება მისცეს, რომ მან დასავლური შორ მანძილზე მოქმედი იარაღი რუსეთის ტერიტორიის დასაბომბად გამოიყენოს.
„სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს, როგორც ჩანს, სურს დარწმუნდეს, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება მანამ, სანამ მამაჩემს გაუჩნდება შესაძლებლობა დაამყაროს მშვიდობა და გადაარჩინოს სიცოცხლეები. სამი მილიარდი დოლარის შოვნაა საჭირო. ეშმაკმაც დაწყევლოს ცხოვრება! იმბეცილებო!“, – დაწერა ტრამპმა უმცროსმა.
ცნობისთვის, გუშინ სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ბაიდენმა უკრაინას ნება მისცა, რომ მან ATACMS-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედი ჭურვები რუსეთის კურსკის ოლქის დასაბომბად გამოიყენოს.