GD Banner
პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: გვარამია ალკოჰოლური სასმლის ზემოქმედების ქვეშ აგულიანებს პანკისის ხეობის ახალგაზრდა ქისტებს “ყველაფერზე წასასვლელად”. არც ამჯერად გამოგივათ ეს მრავალგზის გაშიფრული მზაკვრობა

ჯერ კიდევ გახარიას ჰქონდა მცდელობა ეთნიკურ ნიადაგზე, პოლიციასთან განზრახ პროვოკაციის გზით მოეხდინა ეთნიკური დაპირისპირება ქისტებთან პანკისის ხეობაში. პანკისის თემის აგორება არახალია და მას წლების განმავლობაში ცდილობდნენ ძირითადად რუსეთის სპეცსამსახურები, რათა შემდგომში გაემართლებინათ საქართველოში თავისი “ანტიტერორისტული” შემოჭრა, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ ჭავჭავაძის N2-ში მდებარე სუპერმარკეტ ,,სპარის” უკან იმყოფება 10-მდე ქისტი პირი, რომლებიც იღებენ ალკოჰოლურ სასმელს და აცხადებენ, რომ ,,მზად არიან ბრძოლისთვის და დაჯახებისთვის”.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ნიკა გვარამია ალკოჰოლური სასმლის ზემოქმედების ქვეშ აგულიანებს პანკისის ხეობის ახალგაზრდა ქისტებს “ყველაფერზე წასასვლელად“, თუმცა ეს მრავალგზის გაშიფრული მზაკვრობა არც ამჯერად გამოუვა ოპოზიციას.

„ჯერ კიდევ გახარიას ჰქონდა მცდელობა ეთნიკურ ნიადაგზე, პოლიციასთან განზრახ პროვოკაციის გზით მოეხდინა ეთნიკური დაპირისპირება ქისტებთან პანკისის ხეობაში. პანკისის თემის აგორება არახალია და მას წლების განმავლობაში ცდილობდნენ ძირითადად რუსეთის სპეცსამსახურები, რათა შემდგომში გაემართლებინათ საქართველოში თავისი “ანტიტერორისტული” შემოჭრა. გახარიამდე რამდენიმე წლით ადრე, დღემდე იდუმალებით მოცული “ლაფანყურის ოპერაციით” სააკაშვილი ცდილობდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ასევე ეთნიკური დაპირისპირების ფონზე მაქსიმალურად გადაეფარა საკუთარი რეჟიმის გარდაუვალი კრახის იურიდიული გაფორმება. ამის შემდეგ გვახსოვს დიდი ყასაბის, სახელმწიფო მართვის დარგში დოქტორის – იოსებ გოგაშვილის “გმირული” სპეცოპერაციები პანკისში და ამით გამოწვეული მრავალწლიანი დაძაბული ფონი გამწარებულ ადგილობრივ მოსახლეობასთან. ახლაც, კადრებში ჩანს, რომ ამ ნაცად, თუმცა ყოველ ჯერზე წარუმატებელ “იარაღს” დღეს უკვე გვარამია მიმართავს – ალკოჰოლური სასმლის ზემოქმედების ქვეშ აგულიანებს პანკისის ხეობის ახალგაზრდა ქისტებს “ყველაფერზე წასასვლელად”. არც ამჯერად გამოგივათ ეს მრავალგზის გაშიფრული მზაკვრობა. ქართველების და ქისტების ნერვებზე თამაშს ნუ შეეცდებით – მათი გაერთიანებული მუშტი მოხვდება თქვენს გალიბერასტებულ თავებს. მაგრამ ფაქტად – საზოგადოებამ ეს მცდელობა თუ ჩანაფიქრი უნდა იცოდეს. ვერც ქისტებს გადააქცევთ პოლიტ-შაჰიდებად და ვერც უკრაინელ მებრძოლებს გაატერორისტებთ. ამ სახელმწიფოსთან თქვენს სახიფათო “ხუმრობებს” სულ ახლო მომავალში საბოლოო წერტილი დაესმება“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,901,851 ნახვა