GD Banner
Uncategorized

ირაკლი ქადაგიშვილი ცესკო-ს ინციდენტზე: პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ იმ უცხოელმა პოლიტიკოსებმაც, რომლებიც ჩამოდიან, აქეზებენ ოპოზიციას და მოუწოდებენ ქვეყნის მაედანიზაციისკენ

პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ იმ უცხოელმა პოლიტიკოსებმაც, რომლებიც ჩამოდიან, აქეზებენ ამათ [ოპოზიციას] და მოუწოდებენ ქვეყნის მაედანიზაციისკენ, – განაცხადა „ქრონიკასთან“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

დეპუტატი ცესკოში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

„ყველა ასეთ სამართალდარღვევას და ფაშისტურ, ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ გამოხტომას და ქმედებას შესაბამისი სისხლის სამართლებრივი პასუხი უნდა გაეცეს. სამართალდამცავი სისტემა მუშაობს ძალიან მაღალი, ჰუმანური სტანდარტებით და ამას ისინი [ოპოზიცია] იყენებენ სწორედ ასეთი ტიპის პროვოკაციების მოსაწყობად. პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ იმ უცხოელმა პოლიტიკოსებმაც, რომლებიც ჩამოდიან, აქეზებენ ამათ [ოპოზიციას] და მოუწოდებენ ქვეყნის მაედანიზაციისკენ“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ცესკოში 16 ნოემბერს სხდომა დაპირისპირებით დაიწყო. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი ფერის სითხე შეასხა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,901,776 ნახვა