GD Banner
პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია ცესკო-ში მომხდარ სავარაუდო დანაშაულზე: ეს არის ჩვენი ღრმა მწუხარების მიუხედავად, ჩვენი ე.წ ოპოზიციის სახე. მართლაც შავი ლაქა ხართ ქართულ პოლიტიკაში! კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ჩვენ უნდა აგიტანოთ, ასე მუშაობს დემოკრატია

გიორგი გამსახურდია ეხმაურება სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებას, რომლის თქმითაც, მისთვის წარმოუდგენელია, ვინმემ მოიწონოს ის ქმედება, რომელიც ცესკოში მოხდა. გამსახურდია ეთანხმება ლევან იოსელიანს და აცხადებს, რომ ეს არის ქართული ე.წ ოპოზიციის ენა და სახე, მათ შავ ლაქას უწოდებს ქართულ პოლიტიკაში და წუხს, რომ მათი ატანა უწევს ქართველ ხალხს, რადგანაც სწორედ ასე მუშაობს დემოკრატია.

„არ დავიწყებ სიტყვების რახარუხს, ისედაც ძალიან ბევრი ითქვა და მეც მხოლოდ შევუერთდები იმ ჯანსაღ კრიტიკას, რაც გიორგი კალანდარიშვილზე მომხდარ უზნეო ფაქტს მოყვა. ვეთანხმები ლევანს, ზუსტად თქვა ყველა ნორმალური ადამიანის სათქმელი,თავისთავად მისდამი მინიჭებული მანდატიდან გამომდინარე. ეს არის ჩვენი ღრმა მწუხარების მიუხედავად, ჩვენი ე.წ ოპოზიციის ენა და სახე. მართლაც შავი ლაქა ხართ ქართულ პოლიტიკაში! კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ჩვენ უნდა აგიტანოთ, ესე მუშაობს დემოკრატია,“- წერს გიორგი გამსახურდია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,901,754 ნახვა