GD Banner
Uncategorized

თამარ ჩიბურდანიძე ცესკოში მომხდარ ფაქტზე: “თუკი დავით კირთაძეს პასუხს არ მოსთხოვენ, მაშინ ხალხი პასუხს მოსთხოვს ხელისუფლებას. დაიღალა საზოგადოება ამ პოლიტიკური კრიმინალებით”

„ქართველ ხალხს რა ვუთხარი, რომ არ მისცა საკონსტიტუციო უმრავლესობა ხელისუფლებას, რათა დაესრულებინათ ეს ფულზე გაყიდული ოპოზიცია,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე, რითაც ცესკოში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

მისივე თქმით, ცესკოში განვითარებული მოვლენების შემდეგ თუ დავით კირთაძეს პასუხს არ მოსთხოვენ, მაშინ ხალხი პასუხს მოსთხოვს ხელისუფლებას.

„ის, რაც დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მოხდა, არავის გაჰკვირვებია და სწორედ ეს არის უბედურება. უკვე მიეჩვია საზოგადოება ოპოზიციის უსინდისო და უღირსს ქმედებებს. რამდენი წელია ამ პოლიტიკურ შიზოფრენიას ვუყურებთ, რომელსაც ბოლო არ უჩანს.

ქართველ ხალხს რა ვუთხარი, რომ არ მისცა საკონსტიტუციო უმრავლესობა ხელისუფლებას, რათა დაესრულებინათ ეს ფულზე გაყიდული ოპოზიცია. რადგან მათ აღვირახსნილ ქმედებას ბოლო არ უჩანს, აუცილებელია შესაბამისი სამართლებრივი პასუხი გაეცეს ყველაფერს. თუკი დავით კირთაძეს პასუხს არ მოსთხოვენ, მაშინ ხალხი პასუხს მოსთხოვს ხელისუფლებას. დაიღალა საზოგადოება ამ პოლიტიკური კრიმინალებით.

მსგავსი პოლიტიკური შოუს მნახველი კიდევ გავხდებით ამ დღეებში, მაგრამ ეს იქნება სწორედ მათი მოღვაწეობის დასასრული”, – წერს თამარ ჩიბურდანიძე “ფეისბუკის” გვერდზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,901,569 ნახვა