რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინული ქალაქი ოდესა დრონებით დაბომბა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს.
მისი თქმით, დაიბომბა საცხოვრებელი სახლები. დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა ქალი. რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა. დაზიანებულია ქალაქში გამავალი გაზსადენი, რის გამოც ქალაქის ნაწილს გათბობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა.
გარდა ამისა, რუსულმა დრონებმა დააზიანეს ოდესის ეკლესია, რამდენიმე ავტომობილი. დაბომბვის შემდეგ ქალაქში რამდენიმე ადგილას ცეცხლი გაჩნდა.
Facebook Comments Box