GD Banner
Uncategorized

მაია ბითაძე ვერიფიკაციის აპარატებთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებაზე: ეს არის წყლის ნაყვა მათი მხრიდან, რომ საკუთარ ამომრჩეველთან იმართლონ თავი

x

აბსოლუტურად არასერიოზულია ის გზავნილები, რაც ჩვენ რადიალური ოპოზიციის მხრიდან გვესმის გამოძიებასთან მიმართებით, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ ოპოზიციის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ვერიფიკაციის აპარატებს შეეხებოდა.

მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს თავი იმართლოს თავის ამომრჩეველთან და სხვადასხვა აბსურდულ ბრალდებებს იგონებს.

„ადამიანებს, ერთის მხრივ არ უნდათ გამოძიებასთან ურთიერთობა და ძირითად შემთხვევაში, როდესაც პასუხს აძლევენ მითითებებს აკეთებენ საჯაროდ გაკეთებულ ინფორმაციებზე. ეს არის წყლის ნაყვა მათი მხრიდან, რომ საკუთარ ამომრჩეველთან იმართლონ თავი. ადამიანები, რომლებიც პირველ რიგში, ცდილობენ იმას, რომ საერთოდ არ მიიღონ საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა, ხოლო მეორეს მხრივ მაქსიმალური ზიანი მიაყენონ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ამ ქვეყნის ისტორიაში შევლენ ერთადერთი მარტივი სახელით, მოღალატეების სახელით, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ერთადერთ რამეს ცდილობდნენ, რომ ამ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა მაქსიმალურად დაეზიანებინათ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

პროკურატურა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ვერიფიკაციის აპარატებზე საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით საუბრობს. განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიების ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოითხოვოს ვერიფიკაციის აპარატებში დაცული ინფორმაცია, რომელიც ასახავს საარჩევნო უბნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა მონაცემებს. საგამოძიებო უწყება ოპოზიციის ლიდერების განცხადებებს, პროკურატურისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს. უწყება ყველას მოუწოდებს თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,901,357 ნახვა