ევროკავშირის მარეგულირებელმა ორგანომ ამერიკულ კომპანია Meta-ს, რომელიც Facebook-ის მფლობელია, დაახლოებით 800 მილიონი ევროს ჯარიმა გამოუწერა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის გამო. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
ევროკავშირმა მიიჩნია, რომ Facebook-ის Marketplace-ის შეტყობინებების დაფა არაჯანსაღ კონკურენციას ქმნის, რის გამოც სხვა მსგავსი პლატფორმები ზარალდებიან. ჯარიმის ზუსტი ოდენობა 797,72 მილიონი ევროა.
ამერიკული ტელეარხი აღნიშნავს, რომ ეს არის Facebook-ის პირველი დაჯარიმება ევროკავშირის მხრიდან. მანამდე ბრიუსელმა მილიარდობით ევროთი უკვე დააჯარიმა Big Tech Google და Apple ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის გამო.
Facebook Comments Box