გამოძიების ინტერესებია და კანონიც ავალდებულებს პროკურატურას, რომ სრულად გამოიძიოს საქმე, რომელიც ეხება არჩევნებს, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე არჩილ გორდულაძემ.
„პროცედურების დაცვით სრულად მოხდება ამ აპარატების შესწავლა და კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ არავითარი პრობლემა არც აპარატებთან დაკავშირებით და არც ხმის მიცემის პროცედურასთან არ არსებობდა და მტკნარი სიცრუეა ოპოზიციის განცხადებები და ნარატივები, რომლებიც ხან ფლომასტერს, ხან გაჟონილ მელანს და ხან აპარატს აბრალებენ ხოლმე არჩევნებში თავიანთ მარცხს“, – აღნიშნა გორდულაძემ.
პროკურატურამ გამოძიების ფარგლებში, სხვა საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციულ შენობაში საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული ვერიფიკაციის აპარატები დალუქა.