GD Banner
პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს და ოპოზიციას მოუწევს, საკუთარ ამომრჩეველთან აღიაროს, თუ რა დონის სიცრუეს კადრულობდა ის მათ წინაშე

გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს და ოპოზიციას მოუწევს, პირველ რიგში, საკუთარ ამომრჩეველთან აღიაროს, თუ რა დონის სიცრუეს და ტყუილს კადრულობდა ის მათ წინაშე, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედს“  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განუცხადა. 

იონათამიშვილმა აღნიშნა, რომ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოძიება საკმაოდ მაღალი სტანდარტით და გამჭვირვალედ მიმდინარეობს. 

„დღეს უკვე ჩვენს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გამოძიება საკმაოდ მაღალი სტანდარტით და გამჭვირვალედ მიმდინარეობს, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყოდით რადიკალურ ოპოზიციაზე, რომელიც ყველაზე უფრო გაუმჭვირვალეა, მათ შორის, საკუთარ ამომრჩეველთან, როდესაც გეგმასაც ვერ უზიარებს. მაგრამ, რა უნდა გაუზიაროს, როდესაც მათ არც მტკიცებულებები გააჩნიათ, არც გეგმა. თუ რამეა ყალბი დღეს ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ეს „ნაცური„ ოპოზიცია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,901,305 ნახვა