GD Banner
Uncategorized

ევროკავშირმა კომპანია Meta კონკურენციის დარღვევის გამო დაახლოებით 800 მილიონი ევროთი დააჯარიმა

ევროკავშირის მარეგულირებელმა ორგანომ ამერიკულ კომპანია Meta-ს, რომელიც Facebook-ის მფლობელია, დაახლოებით 800 მილიონი ევროს ჯარიმა გამოუწერა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის გამო. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

ევროკავშირმა მიიჩნია, რომ Facebook-ის Marketplace-ის შეტყობინებების დაფა არაჯანსაღ კონკურენციას ქმნის, რის გამოც სხვა მსგავსი პლატფორმები ზარალდებიან. ჯარიმის ზუსტი ოდენობა 797,72 მილიონი ევროა.

ამერიკული ტელეარხი აღნიშნავს, რომ ეს არის Facebook-ის პირველი დაჯარიმება ევროკავშირის მხრიდან. მანამდე ბრიუსელმა მილიარდობით ევროთი უკვე დააჯარიმა Big Tech Google და Apple ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის გამო.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,901,305 ნახვა