GD Banner
Uncategorized

არჩილ გორდულაძე: მტკნარი სიცრუეა ოპოზიციის განცხადებები და ნარატივები, რომელიც ხან ფლომასტერს, ხან გაჟონილ მელანს და ხან აპარატს აბრალებს ხოლმე არჩევნებში თავის მარცხს

გამოძიების ინტერესებია და კანონიც ავალდებულებს პროკურატურას, რომ სრულად გამოიძიოს საქმე, რომელიც ეხება არჩევნებს, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე არჩილ გორდულაძემ.

„პროცედურების დაცვით სრულად მოხდება ამ აპარატების შესწავლა და კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ არავითარი პრობლემა არც აპარატებთან დაკავშირებით და არც ხმის მიცემის პროცედურასთან არ არსებობდა და მტკნარი სიცრუეა ოპოზიციის განცხადებები და ნარატივები, რომლებიც ხან ფლომასტერს, ხან გაჟონილ მელანს და ხან აპარატს აბრალებენ ხოლმე არჩევნებში თავიანთ მარცხს“, – აღნიშნა გორდულაძემ.

პროკურატურამ გამოძიების ფარგლებში, სხვა საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციულ შენობაში საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული ვერიფიკაციის აპარატები დალუქა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,901,155 ნახვა