GD Banner
პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: გვარამიების, მელიების, ჯაფარიძეების ლეგიტიმაცია ახლად არჩეულ პარლამენტს არ სჭირდება, დღევანდელ ხელისუფლებას, პარლამენტს, უზენაესი – ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია აქვს!

x

ოპოზიციისგან ხშირად ისმის ახლად არჩეულ პარლამენტს, ჩვენი ბოიკოტით, ლეგიტიმაციას არ მივცემთო, ადგენენ სიებს, კამერების წინ დებენ ფიცს და ხელს აწერენ პარლამენტში არშესვლას, ეს ხომ ძალიან სასაცილოა, ეს ხომ ყველაფერი ნანახი გვაქვს, – ამის შესახებ ექსპერტი, ნინო ფოჩხუა, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, გვარამიების, მელიების, ჯაფარიძეების ლეგიტიმაცია ახლად არჩეულ პარლამენტს არ სჭირდება, ვინაიდან მას ლეგიტიმაცია ქართველი ხალხის უმრავლესობამ მიანიჭა.

“როგორი აღქმებითაც მართეს ეს ქვეყანა სააკაშვილმა და მისმა ხელის გოგო-ბიჭებმა, ახლაც ასე აგრძელებენ. ოპოზიციისგან ხშირად ისმის ახლად არჩეულ პარლამენტს, ჩვენი ბოიკოტით, ლეგიტიმაციას არ მივცემთო, ადგენენ სიებს, კამერების წინ დებენ ფიცს და ხელს აწერენ პარლამენტში არშესვლას, ეს ხომ ძალიან სასაცილოა, ეს ხომ ყველაფერი ნანახი გვაქვს. რომელი ხალხის სახელით ლაპარაკობენ ეს უსამშობლო ადამიანები, მათ დაძახებულ აქციებზე დღითიდღე რომ ხალხი კლებულობს? კარგად დაიმახსოვრონ, გვარამიების, მელიების, ჯაფარიძეების ლეგიტიმაცია ახლად არჩეულ პარლამენტს არ სჭირდება, დღევანდელ ხელისუფლებას, პარლამენტს უზენაესი ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია აქვს! პარლამენტიც შეიკრიბება, კანონებიც მიიღება და ქვეყანაც განვითარდება. ოპოზიციამ კი გინდ ბოიკოტი გამოაცხადოს და გინდ ქუჩებში ირბინოს უმისამართოდ.” – წერს ნინო ფოჩხუა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,704 ნახვა