GD Banner
პოლიტიკა

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, მარგარიტის შინასი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე – მმართველმა პარტიამ მოახდინა ომის შიშის ინსტრუმენტალიზაცია, პოზიციონირებდა, როგორც ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფა

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც საქართველოში არსებულ სიტუაციაზე დებატები მიმდინარეობს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მარგარიტის შინასმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები არ შეესაბამებოდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის სტანდარტს.

მან მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარებს, რომლებიც მონაწილეობდნენ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში და რომლებმაც შეაფასეს დაშინებისა და ზეწოლის ატმოსფერო, რომელიც აღინიშნებოდა საარჩევნო პროცესში.

“ეს არჩევნები სერიოზული დარღვევების ფონზე წარიმართა, რომელიც იყო, როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ისე, არჩევნების დღეს. მინდა, მკაფიოდ ვთქვა, რომ ეს არჩევნები არ შეესაბამება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის სტანდარტს. ადგილი ჰქონდა არათანაბარ პირობებს, რითაც ისარგებლა მმართველმა პარტიამ. მან გამოიყენა თავისი არსებითი რესურსები, მოახდინა ომის შიშის ინსტრუმენტალიზაცია, პოზიციონირებდა, როგორც ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფა. რეჟიმმა ასევე გაავრცელა დეზინფორმაცია, ირწმუნებოდა, რომ საქართველომ პროგრესს მიაღწია ევროკავშირის გზაზე დათრგუნა განსხვავებული აზრი. ამ ტაქტიკამ ოპოზიციის საწინააღმდეგოდ იმოქმედა, რომელიც შედარებით ფრაგმენტირებული რჩებოდა”, – განაცხადა შინასმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,710 ნახვა