უცხოური მედია

„მე აღვადგენ სამართლიანობას“- რას აპირებს ტრამპი ინაუგურაციის შემდეგ

ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტი აცხადებს, რომ არ იქნება დიქტატორი „ პირველი დღის გარდა“. როგორც Associated Press წერს, ტრამპი გაპრეზიდენტებისთანავე, სავარაუდოდ, გაათავისუფლებს პროკურორს, რომელსაც მის წინააღმდეგ ორი ფედერალური საქმე მიყავდა. შეიწყალებს თავის მომხრეებს, რომლებიც კაპიტოლიუმის შტურმზე იღებდნენ მონაწილეობას (ყველას არა), გაათავისუფლებს კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, გააუქმებს ტრანსგენდერი სტუდენტებისთვის დაწესებულ შეღავათებს და ა.შ.

თუმცა არანაკლებ საინტერესოა, რეალურად, რას პირდებოდა ტრამპი თავის ამომრჩევლებს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე. მისი თქმით, ჩრდილოვანი კაბინეტის დემონტაჟისა და ამერიკული დემოკრატიის ვაშინგტონური კორუფციისგან გასათავისუფლებლად ის დაუყოვნებლივ აამოქმედებს 2020 წლის განკარგულებას, რომელიც პრეზიდენტს აღუდგენს უფლებამოსილებას თაღლითი-ბიუროკრატების მოსაშორებლად. მისივე თქმით, ამ შესაძლებლობას საკმაოდ აგრესიული ფორმით გამოიყენებს.

„ ჩვენ გავწმენთ ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას და დაზვერვას კორუმპირებული სუბიექტებისგან, რომლებიც ბლომად არიან. დეპარტამენტები და სააგენტოები, რომლებიც იარაღად აქციეს, მთლიანად გადაკეთდება ისე, რომ უსახური ბიუროკრატები ვეღარ შეძლებენ რესპუბლიკელების, ქრისტიანების და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნას. მოვახდენთ სასამართლოების FISA რეფორმირებას, რომელიც იმდენად კორუმპირებულია, რომ მოსამართლეებისთვის სულ ერთია, როდის ატყუებენ ორდერების გაცემის მიზნით. უამრავი მოსამართლე თავს იტყუებს და თანხმდება უკანონო გადაწყვეტილებების გაცემას. 

ამის გარდა, შევქმნით სიმართლის დადგენისა და შერიგების კომისიებს, რომელიც გამოაქვეყნებს შპიონაჟთან დაკავშირებულ საიდუმლო დოკუმენტებს, ასევე ცენზურისა და ჩრდილოვანი კაბინეტის, იგივე deep state -ის კორუფციის შესახებ ინფორმაციებს.

დავიწყებთ მასშტაბურ  მხილებას იმ სახელმწიფო ორგანიზაციების, რომლებიც იყენებენ ფეიკ ინფორმაციების გამავრცელებლებს, რათა ძირი გამოუთხარონ ჩვენს  დემოკრატიას. ამის შემდეგ ავღძრავთ სისხლის სამართლის საქმეებს . მივანიჭებთ დამოუკიდებლობას გენერალური ინსპექტორების სამმართველოებს და გამოვაცალკევებთ დეპარტამენტებისგან, რომლებსაც ისინი კურირებენ, რათა არ გახდნენ Deep state-ის დამცველები. 

გარდა ამისა, მე მოვთხოვ კონგრესს, შექმნას აუდიტის დამოუკიდებელი სისტემა ჩვენი სპეცსამსახურების მონიტორინგისთვის, რათა გარანტირებული ვიყოთ, რომ ისინი არ უთვალთვალებენ ჩვენს მოქალაქეებს და არ აწარმოებენ ამერიკელი ხალხის წინააღმდეგ დეზინფორმაციულ კამპანიას. ასევე ვერ შეძლონ სხვისი კამპანიის წინააღმდეგ ჯაშუშობა ისევე, როგორც ამას ჩემს წინააღმდეგ აკეთებდნენ. 

ჩვენ განვაახლებთ ჩვენი ადმინისტრაციის მიერ ადრე დაწყებულ ძალისხმევას, რათა მოვაშოროთ ფესვგამდგარი ბიუროკრატია ვაშინგტონის ჭაობს.  ვიმუშავებ იმისთვის, რომ ფედერალურ ბიუროკრატებს ავუკრძალო იმ კომპანიებში დასაქმება, რომლების რეგულირებაც მათ ევალებათ. აღარ შეიძლება გაგრძელდეს ის, რაც „ბიგ ფარმასთან“ დაკავშირებით ხდება, 

და ბოლოს, მე ხელს შევუწყობ კონსტიტუციაში შესწორების შეტანას, რომელიც კონგრესის წევრებს უფლებამოსილების ვადას შეუზღუდავს .

სწორედ ასე დავამარცხებ „დიფ სთეითს“ და აღვადგენ სამართლიანობას.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,918,846 ნახვა