GD Banner
პოლიტიკა

გური სულთანიშვილი-თუ ნაცების 9 წლიან რეპრესიებს ოდნავ არაესთეტიკურად ან გოიმურად აღწერ, არ გაქვს უფლება დიდად ილაპარაკო წამებაზე და წამებასაც ფასი ეკარგება, შენ გაგაკრიტიკებენ

ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კლიპთან დაკავშირებით ლიბერალური საზოგადოების მხრიდან გაკეთებულ შეფასებებს იხსენებს. სულთანიშვილი აღნიშნავს, რომ ამ კლიპს მოყვა მთელი ამბავი, ლიბერალების მხრიდან და მთავარი ფუნდამენტი, ანუ შინაარსი არ შეიმჩნიეს (წამება და რეპრესიები). ეს თითქოს ასე უნდა გავიგოთ, შენ თუ ნაცების 9 წლიან რეპრესიებს ოდნავ არაესთეტიკურად ან გოიმურად აღწერ, არ გაქვს უფლება დიდად ილაპარაკო წამებაზე და წამებასაც ფასი ეკარგება, შენ გაგაკრიტიკებენ.

“ერთ დეტალზე მინდა გავამახვილო ყურადღება. წინასაარჩევნოდ, გახსოვთ ალბათ, კლიპი გაკეთდა, სადაც ცოლ-ქმარი დაწოლას აპირებენ და არჩევნებზე არ წავიდეთო ამბობს ქმარი, მერე ესიზმრება ყველა ის საშინელება რაც შეიძლება მოყვეს არ წასვლას, ამ შემთხვევაში კოლექტიური ნაცების მობრუნება, რომელიც დგას, სისტემურ წამებასა და ტოტალურ რეპრესიებზე, მოკვლაზე და გაუპატიურებაზე, ბიზნეს რეკეტზე და გამოხატვის სრულად გაქრობაზე. ამას მოყვა მთელი ამბავი, ლიბერალების მხრიდან, რომ ჰოი და რუსული კალკი ყოფილაო, ატეხეს ერთი გნიასო და მთავარი, ფუნდამენტი, ანუ შინაარსი, ვაბშე არ შეიმჩნიეს (წამება და რეპრესიები). ეს თითქოს ასე უნდა გავიგოთ, შენ თუ ნაცების 9 წლიან რეპრესიებს ოდნავ არაესთეტიკურად ან გოიმურად აღწერ, არ გაქვს უფლება დიდად ილაპარაკო წამებაზე და წამებასაც ფასი ეკარგება, შენ გაგაკრიტიკებენ. იმაზე რომ რა არის ცენტრალური საკითხი და ყურადღების გადატანა პერიფერიულ საკითხებზე, ერთი ანეგდოტი მახსენდება, ცოლი შეუსწრებს ქმარს საყვარელთან და ქმარი უწყებს ჩხუბს პარასკევს არ უნდა ჩამოსულიყავი ხუთშაბათის მაგივრადო? პ.ს. არ იფიქროთ ჩემი რეკლამაა და მაგიტომ ვიცავ თავგამოდებით, უბრალოდ იმდღეს ვსაუბრობდით და ვარჩევდით მეგობრები..”- წერს სულთანიშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,725 ნახვა