GD Banner
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – გუშინ ვიხილეთ სიცრუეც, დამორჩილების სურვილიც, არეულობისკენ მოწოდებაც და ეს ყველაფერი ევროპის სახელით

ქუთაისის წინასაარჩევნო ღონისძიებაზე ვთქვი, თუ როგორ წარმოგვიჩენენ ომს მშვიდობად, ცალ ფეხზე დგომას – თავისუფლებად, სიცრუეს – ჭეშმარიტებად, იუდას ამბორს – ქართველი ხალხის სიყვარულად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, გუშინ ოპოზიციის აქციაზე მოსახლეობამ იხილა სიცრუეც, დამორჩილების სურვილიც, არეულობისკენ მოწოდებაც.

„ქუთაისის წინასაარჩევნო ღონისძიებაზე ვთქვი, თუ როგორ წარმოგვიჩენენ ომს მშვიდობად, ცალ ფეხზე დგომას – თავისუფლებად, სიცრუეს – ჭეშმარიტებად, იუდას ამბორს – ქართველი ხალხის სიყვარულად. გუშინ მთელი სისავსით ვიხილეთ სიცრუეც, დამორჩილების სურვილიც, არეულობისკენ მოწოდებაც; განსაკუთრებით უხვად კი – ქართველების სიყვარულად შემოსაღებული იუდას ამბორი. და ეს ყველაფერი – ევროპის სახელით“, – წერს პაპუაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,704 ნახვა