GD Banner
Uncategorized

ქართველი ტაეკვონდოისტი ალექსანდრე გურაბანიძე ევროპის ჩემპიონია

ალბანეთში კადეტ ტაეკვონდოისტებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ევროპის პირველობაზე საქართველოს ტაეკვონდოს ნაკრების წევრმა ალექსანდრე გურაბანიძემ ( -33კგ) ჩემპიონობა იზეიმა.

მან ტურნირზე ყველა ბრძოლა მოიგო, ფინალში კი ბრიტანელი სპორტსმენი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

ქართველი ტაეკვონდოისტები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,900,938 ნახვა