GD Banner
პოლიტიკა

რომან გოცირიძე: თუ ხალხი არ გამოვა, ეს არ იქნება ოპოზიციის ბრალი, თუ ხალხი გამოვა, არც ეს იქნება ოპოზიციის დამსახურება

ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

„არსებობს მუდამ უკმაყოფილო ადამიანთა კატეგორია, რომლებიც სხვებზე გადაბრალებაში არიან დასპეცებულები. წინა პოლიტიკურ ციკლში მათი ერთ-ერთი პრეტენზია ასე ჟღერდა: “ღამით არ დაგვტოვეს”!სინამდვილეში, როცა აქციის შემდეგ ღამით დარჩენა გადაწყდებოდა, დილით რამდენიმე კინკილა ადამიანი თუ რჩებოდა. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივის ფოტოც მაქვს შენახული, სადაც ადრე დილით სულ ათიოდე კაცი შემორჩა ღამისთევას და აქედან ნახევარი ჟურნალისტი იყო, სურათის გადასაღებად მისული. ზოგიერთი, “არ დაგვტოვეს” კამპანიას შეგნებულად ეწეოდა ოპოზიციის დისკრედიტაციისათვის, რითაც ხელისუფლების წისქვილზე ასხამდა წყალს.

ახლაც მსგავსი სიმპტომები იკვეთება: “გეგმა დაიდოს”! თურმე მხოლოდ გეგმის დახატვაშია საქმე, თორემ შემდეგ ეს გეგმა თავისით ამოძრავდება.

როცა ამბობენ, სადაა გეგმაო, გეგმა თავისთავად განსაზღვრულია დროის გრაფიკით. თვის ბოლომდე უნდა შეიკრიბოს ახალი პარლამენტი და იმ დღეს ასი ათასი კაცი უნდა იყოს ქუჩაში.

მხოლოდ ოპოზიციის მიერ “ხალხის გამოყვანაზე” იმედების დამყარება არის ილუზია. ხალხი როცა  ოპოზიციის მონდომების გარეშე გამოდის, მაშინ აქვს მას განსაკუთრებული ძალა. ოპოზიციას შეუძლია ორგანიზება ( მაგ. ტრანსპორტით უზრუნველყოფა), მაგრამ ძალით ვერავის გამოიყვანს თუ ჩამოიყვანს. რუსული კანონის მიღების დროს არავის გამოუყვანია ხალხი ქუჩაში, თავისით გამოვიდა. 


 
მხოლიდ ოპოზიციის მოწოდებები არაა საკმარისი.

იქნება იმდენი ხალხი, რამდენიც ევროპული გზის დასაცავად გამოვიდა-მაშინ მიხვდება ხელისუფლებაც და საერთაშორისო თანამეგობრობაც, რომ არჩევნების გაყალბება არავის შერჩება.

თუ ხალხი არ გამოვა, ეს არ იქნება ოპოზიციის ბრალი, თუ ხალხი გამოვა, არც ეს იქნება ოპოზიციის დამსახურება.

შემდგარი საზოგადოება არ უნდა პატიობდეს ხელისუფლებას დამცირებას და ძალადობას – წერს რომან გოცირიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,063 ნახვა