პოლიტიკა

Edison Research-მა საქართველოს შემდეგ, აშშ-ის ეგზიტპოლის შედეგებიც გააყალბა – რა დგას რეპუტაციაშელახული ორგანიზაციის უკან, ფული თუ პოლიტიკური კორუფცია

J

საბოლოო შედეგებით, დონალდ ტრამპმა ხმების 50.4% მიიღო და ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი გახდა. ამ მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ კომპანია Edison Research-მა, როგორც საქართველოში, ასევე აშშ-ში არასწორი ეგზიტპოლის შედეგები გაავრცელა.

კერძოდ, Edison Research-ს , აშშ-ის არჩევნების შემთხვევაში 6% იანი ცდომილება აქვს, რადგან მის მიერ არჩევნების დღეს ეროვნულ დონეზე ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, ტრამპს 44% უჭერდა მხარს, ხოლო ჰარისს – 48 %. აქვე აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის მიერ გავრცელებული მონაცემებით, გადამწყვეტ შტატებში კამალა ჰარისი იგებდა, თუმცა ოფიციალური მონაცემები ამ შემთხვევაშიც არ დაემთხვა კვლევის შედეგებს და ტრამპა გაიმარჯვა.

ცდომილება მეტია საქართველოს შემთხვევაში. დავით კეზერაშვილის ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, ედისონ რისერჩის მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემების მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ 40.9 % უჭერდა მხარს. ეს მაშინ, როდესაც მმართველმა გუნდმა ცესკოს მონაცემებით 53.93 % აიღო და პარლამენტში 89 მანდატი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის ლიდერების მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადებები იმის შესახებ, რომ ეგზიტპოლის შედეგები „ედისონ რისერჩს“ საქართველოშიც და ამერიკაშიც გააყალბებინეს. რაში დასჭირდა ორგანიზაციას რეპუტაციის ასე შელახვა და რა დგას გაყალბებული მონაცემების უკან, ფული თუ პოლიტიკური კორუფცია, მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებით, სწორედ ეს უკანასკნელია გამოსაძიებელი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,907,303 ნახვა