GD Banner
Uncategorized

იელის უნივერსიტეტის ფსიქიატრმა მოუწოდა ლგბტქ+ პირებს, რომელთა ოჯახის წევრებმა დონალდ ტრამპს მისცეს ხმა, გაწყვიტონ კავშირები ოჯახთან და თავი აარიდონ მათ მოახლოებულ დღესასწაულებზე

ტელეკომპანია MSNBC-სთან ინტერვიუში იელის უნივერსიტეტის ფსიქიატრმა, ამანდა კალჰუნმა მოუწოდა ლგბტქ+პირებს, რომელთა ოჯახის წევრებმა დონალდ ტრამპს მისცეს ხმა, გაწყვიტონ ოჯახთან კავშირები და თავი აარიდონ მათ, მოახლოებულ დღესასწაულებზე.

იელის უნივერსიტეტის ბავშვთა ფსიქიატრიის მიმართულების სპეციალისტმა, ამანდა კალჰუნმა განიხილა ლგბტქ+ საზოგადოებაში პოსტსაარჩევნო კრიზისის საკითხი.

„საზოგადოებაში არსებობს აზრი, რომ, თუ ვინმე თქვენი ოჯახის წევრია, მათ თქვენს დროზე უფლება აქვთ. და ვფიქრობ, რომ პასუხი ამაზე არის აბსოლუტური არა”, – აღნიშნა კალჰუნმა.

„ასე რომ, თუ აღმოჩნდით სიტუაციაში, როდესაც გყავთ ოჯახის წევრები ან გყავთ ახლო მეგობრები, რომლებმაც ხმა მისცეს თქვენს წინააღმდეგ ან თქვენი ცხოვრების სტილის წინააღმდეგ, მაშინ სრულიად ნორმალურია, არ იყოთ ამ ხალხის გვერდით”, – დასძინა მან.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,710 ნახვა