GD Banner
Uncategorized

დღეს „იმედზე“ დიდი რაგბია – საქართველოს ეროვნული ნაკრები შეხვედრას ახალი ზელანდიის წინააღმდეგ ჩაატარებს

დღეს „იმედზე“ დიდი რაგბია. საქართველოს ეროვნული ნაკრები ნოემბრის ტესტ მატჩების პირველ შეხვედრას ახალი ზელანდიის წინააღმდეგ ჩაატარებს. თამაში მონპელიეში გაიმართება.

ნოემბრის პირველი ტესტ-მატჩისთვის საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. სიახლეა ის ფაქტი, რომ 10 ნოემბერს ახალი ზელანდიის „მაორებთან“ შეხვედრაში „ბორჯღალოსნებს“ ვასილ ლობჟანიძე გაუძღვება, რომელიც ეროვნული გუნდის ისტორიაში რიგით 35-ე კაპიტანი იქნება.

მომავალი შეხვედრა განსაკუთრებულია 36 წლის ალექსანდრე თოდუასთვის, რომელიც ნაკრების შემადგენლობაში 115-ე შეხვედრას ჩაატარებს და მერაბ კვირიკაშვილს გაუთანაბრდება.

მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,704 ნახვა