Uncategorized

შედეგების გამოცხადება აგვიანებს – არჩევნებიდან მეოთხე დღეს ჯერ კიდევ გაურკვეველია, ვინ დააკომპლექტებს უმრავლესობას ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში

არჩევნებიდან მეოთხე დღეს ჯერ კიდევ გაურკვეველია, ვინ დააკომპლექტებს უმრავლესობას ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში.

ამერიკელმა ხალხმა არ იცის, გააკონტროლებენ თუ არა რესპუბლიკელები თეთრ სახლთან ერთად წარმომადგენელთა პალატასაც. გავრცელებული ინფორმაციით, ხმების საბოლოოდ დათვლას გარკვეული დრო სჭირდება და შესაძლოა შემდეგ კვირამდე, ან უფრო მეტხანს გაგრძელდეს. პროცესს აშშ-ში მოთმინებით ელიან, არ ისმის ხმების დათვლასთან დაკავშირებით კრიტიკა, თუმცა, საქართველოს შემთხვევაში ეს უკანასკნელი კრიტიკის საფუძველი ნამდვილად იქნებოდა და იყო კიდეც.

შეგახსენებთ, 2020 წელს 26-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელთა შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და პივიტის გამყალბებელი „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” იყვნენ, ხმების დათვლის პროცესი უარყოფითად შეაფასეს და განაცხადეს, რომ “პრობლემური იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების პირველადი შედეგების დაგვიანებით, საარჩევნო უბნების დახურვიდან დაახლოებით შვიდი საათის შემდეგ გამოქვეყნება”. შეგახსენებთ, რომ 5 ნოემბერს ამერიკელებმა ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტად აირჩიეს და რესპუბლიკელებმა სენატში უმრავლესობა დაიბრუნეს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,907,322 ნახვა