GD Banner
პოლიტიკა

იცრუეს თუ არა ე.წ მდიდარმა ენჯეოებმა „გამჭვირვალობის კანონის“ სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებასთან დაკავშირებით – „პრაიმ ტაიმის“ წყაროს ინფორმაციით, საჩივარი ამ დრომდე არ გაგზავნილა

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის გასაჩივრების შესახებ საზოგადოებას, საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ ჯერ კიდევ 17 ოქტომბერს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ამცნო.

ქურდოვანიძემ განცხადება 16 მედიაორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით გააკეთა და განაცხადა, რომ ამით „ბრძოლის ახალი ეტაპი იწყებოდა“ . ინტერნეტგამოცემა „პრაიმ ტაიმი“ დაინტერესდა, შეასრულეს თუ არა ზემოაღნიშნულმა ორგანიზაციებმა დანაპირები და გადაიგზავნა თუ არა საჩივარი სტრასბურგში.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაანონსებული საჩივარი არ გადაგზავნილა და აღნიშნულ საკითხზე იქ არც ერთი დოკუმენტი არ შესულა. საპირისპიროს ამტკიცებს ნონა ქურდოვანიძე, რომელიც ამბობს, რომ საქმე იმ დღესვე გადაიგზავნა. „საქმე გაიგზავნე იმავე დღეს, როდესაც ამაზე საჯაროდ განვაცხადეთ და სტრასბურგის სასამართლოშიც ჩასულია“. იყო თუ არა აღნიშნული საკითხი ე.წ მდიდარი ენჯეობის მხრიდან წინასაარჩევნო მანიპულაციისთვის გამოყენებული მალე გაირკვევა. ამ დროისთვის კი აღსანიშნავია, რომ გარდა მასშტაბურად, ბრიფინგზე დაანონსებული პროცესისა, სხვა რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომ საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში გადაგზავნილია არ მოიპოვება.    

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,900,938 ნახვა