GD Banner
უცხოური მედია

AP: ებრაელების დარბევის საქმეზე ამსტერდამის პოლიციამ 62 ადამიანი დააკავა

ამსტერდამის პოლიციამ ებრაელების მასობრივი დარბევის საქმეზე 62 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

როგორც ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, დარბევის შედეგად დაშავებულებიდან ხუთი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მომხდარი ფაქტის გამოძიება გრძელდება.

ცნობისთვის, ევროპის ლიგის ფარგლებში ნიდერლანდურ კლუბ „აიაქსსა“ და თელ-ავივის „მაკაბის“ შორის გამართული საფეხბურთო მატჩის შემდეგ ამსტერდამში არეულობა დაიწყო. ადამიანები, რომლებიც პალესტინურ ლოზუნგებს ყვიროდნენ „მაკაბის“ საგულშემატკივროდ ჩასულ ისრაელის მოქალაქეებს თავს დაესხნენ. ათი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, კიდევ სამი დაკარგულად ითვლება.

მომხდარი უკვე დაგმეს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა, აგრეთვე რიგმა ევროპელმა პოლიტიკოსმა.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,900,937 ნახვა