თბილისში ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობა იმართება. აქციის მონაწილეები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ელენე ხოშტარიას თქმით, სად დასრულდება მსვლელობა, ამის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გააჟღერებენ.
საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები რუსთაველის გამზირის გავლით ფილარმონიის მიმართულებით გადაადგილდებიან.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეზღუდულია.
პარალელურად, აქციის მონაწილეები შემხვედრ მოქალაქეებს მსვლელობაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებენ.
მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად მსვლელობას საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც მიჰყვება.
რაც შეეხება მეორე მსვლელობას, რომელიც მეტროსადგურ “უნივერსიტეტიდან” დაიძრა, ისინი ცოტა ხნით სუს-ის შენობის წინ შეჩერდნენ.
Facebook Comments Box