GD Banner
პოლიტიკა

BBC- გერმანიაში პოლიტიკური კრიზისია: შოლცის კოალიცია ჩამოიშალა

სანამ მთელი მსოფლიო ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს ადევნებს თვალს, გერმანია პოლიტიკურ კრიზისში იძირება,- ამის შესახებ  BBC წერს. 

გამოცემის ინფორმაციით, გერმანიაში პოლიტიკურმა ბრძოლამ ის მოიტანა, რომ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკა ფაქტიურად, უპატრონოდ დარჩა- ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის ტემპები ეცემა, ევროპელი ლიდერები კი, შეშფოთებით ელოდებიან ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებას.

ოთხშაბათს, საღამოს, მას შემდეგ, რაც გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით გადააყენა 3 კოალიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი -ფინანსთა მინისტრი, დაუყოვნებლივ გადადგა კაბინეტის კიდევ 2 წევრი, რამაც მმართველი კოალიციის ჩამოშლა გამოიწვია.

ახლა, ახალ არჩევნებამდე შოლცი უმცირესობის ლიდერია. ვინაიდან მას პარლამენტში უმრავლესობა აღარ ჰყავს, ახალი გადაწყვეტილებების მისაღებად კანცლერს ოპოზიციის მხარდაჭერა ჭირდება. პირველ გამოცდას შოლცმა უკვე შემდეგ კვირაში უნდა გაუძლოს, როდესაც 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცება იქნება საჭირო.

ოპოზიციური პარტიების დახმარების გარეშე უკრაინის ნებისმიერი დახმარებაც შეუძლებელი იქნება. 

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ანალეკა ბერბოკმა განაცხადა, რომ კოალიციის დაშლა გერმანიისა და მთელი ევროპისთვის მძიმე დღეა.

ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერმა ფრიდრიხ მერცმა რიგგარეშე არცევნების ჩატარება მოითხოვა. მისი თქმით, გერმანიას უნდა ჰყავდეს შრომისუნარიანი ხელისუფლება. მას სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმაც დაუჭირეს მხარი. 

ამჟამად გერმანიაში უფრო და უფრო მეტად განიხილავენ, რა შედეგებს მოუტანს ქვეყანას ტრამპის გაპრეზიდენტება. შესაძლოა, ეს იყოს გერმანიის ეკონომიკაზე და ეროვნულ უსაფრთხოებაზე სერიოზული დარტყმა. ამიტომ, ყველა თანხმდება, რომ ქვეყანას უნდა ჰყავდეს ეფექტური და შრომისუნარიანი ხელისუფლება.  

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,724 ნახვა