GD Banner
პოლიტიკა

შარლ მიშელს განვუმარტე, მან მოისმინა და იმედია, საკუთარ დასკვნებს გამოიტანს – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს არჩევნებთან დაკავშირებით განმარტებები გაუკეთა, მან მოისმინა და საკუთარი დასკვნების გაკეთების იმედი გამოთქვა. როგორც კობახიძემ თქვა, საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და ევროკავშირის მოწოდებები და გამოძიება დაიწყო, თუმცა საქართველოს პრეზიდენტმა ეს არ გაითვალისწინა.

„შარლ მიშელთან ყველაფერზე მქონდა საუბარი, მათ შორის განვუმარტე მას, რომ მთელი რიგი სუბიექტები ითხოვდნენ გამოძიებას, მათ შორის შევახსენე ბორელის და სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები. მე მას განვუმარტე, რომ ცესკომ მიმართა პროკურატურას, მეორე დღესვე პროკურატურამ დაიწყო გამოძიება არჩევნების თემასთან დაკავშირებით, შემდეგ დაიბარეს გამოკითხვაზე სალომე ზურაბიშვილი, თანამშრომლობაზე მან უარი თქვა.

ანუ, ჩვენ გავყევით იმ მოწოდებას, რომელიც მოვისმინეთ აშშ-სგან და ევროკავშირისგან, დაიწყო გამოძიება პროკურატურამ, თუმცა სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერია, არ ითვალისწინებს ამ მოწოდებას. ყველამ თავისი დასკვნები უნდა გამოიტანოს. მე ამასთან დაკავშირებით განმარტებები გავუკეთე შარლ მიშელს, მან მოისმინა და იმედია, გამოიტანს საკუთარ დასკვნებს“, – განაცხადა კობახიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,710 ნახვა